სპორტის მინისტრი ძიუდოს აკადემიაში ღია ვარჯიშს დაესწრო, 23-წლამდელთა ნაკრებს როგორც ინდივიდუალური, ისე გუნდური წარმატება მიულოცა. მოლდოვის დედაქალაქ კიშინიოვში 23-წლამდელთა შორის ევროპის ჩემპიონატი გაიმართა. ტურნირზე ქართველმა ძიუდოისტებმა ინდივიდუალურ ასპარეზობებში ექვსი მედალი მოიპოვეს.
ჩემპიონობა გიორგი ჯაბნიაშვილმა იზეიმა, ვიცე-ჩემპიონები მათე გოგობერიძე და მათე ბერუაშვილი გახდნენ, ბრინჯაოს მედლები კი ნინო ლოლაძემ კგ, კოტე კაპანაძემ და შალვა გურეშიძემ მოიპოვეს. შერეულ გუნდურ ასპარეზობაში კი ქართველი სპორტსმენები ევროპის ჩემპიონები ზედიზედ მეორედ გახდნენ - ფინალური შეხვედრისას საქართველოს ძიუდოისტთა შერეულმა ნაკრებმა საფრანგეთის ნაკრებს ანგარიშით 4:3 სძლია.