აშშ-მა მთელი უკრაინელი ხალხი დისიდენტის და ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში ჯილდოთი დააჯილდოვა. ჯილდო უკრაინის პირველ ლედის ოლენა ზელენსკას გადაეცა. ამის შესახებ უკრაინული მედია ოლენა ზელენსკას ინსტაგრამზე დაყრდნობით იუწყება.
„მქონდა პატივი ვაშინგტონში კომუნიზმის მსხვერპლთა მემორიალში მიმეღო დისიდენტის და ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში ჯილდო, რომელიც გადაეცა მთელ უკრაინელ ხალხს - წერს ზელენსკა.
2015 წლიდან ჯილდო გადაეცემა აქტივისტებსა და დისიდენტებს, რომლებმაც თავი გამოიჩინეს ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებისათვის ბრძოლაში.
წელს პირველი შემთხვევაა, როცა ჯილდო არა კონკრეტულ პიროვნებას, არამედ მთელ უკრაინელ ხალხს გადაეცა.