პარიზის სასამართლო დღეს მიიღებს გადაწყვეტილებას საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტის, ნიკოლა სარკოზის ციხიდან გათავისუფლების შესახებ. ყოფილმა პრეზიდენტმა ვადაზე ადრე გათავისუფლება დაუყოვნებლივ მოითხოვა. ფრანგული მედიის ინფორომაციით,თუ მოთხოვნა დაკმაყოფილდება, სარკოზის შეეძლება პარიზის ლა სანტეს ციხე დატოვოს. საფრანგეთის ყოფილ პრეზიდენტს, ნიკოლა სარკოზის 25 სექტემბერს სასამართლომ ხუთი წლით პატიმრობა მიუსაჯა. იგი დამნაშავედ ცნეს დანაშაულებრივ შეთქმულებაში, კადაფისგან მილიონობით ევროს უკანონო დაფინანსების მიღების მცდელობის საქმის ფარგლებში. ამასთან, პარიზის სასამართლომ სარკოზი სხვა ბრალდებებში, მათ შორის კორუფციაში მონაწილეობისა და საფრანგეთში საარჩევნო კამპანიის უკანონო დაფინანსების საქმეებზე გაამართლა.