აშშ-ის სენატმა მიიღო შეთანხმება, რომელმაც, შესაძლოა, „შათდაუნი“ დაასრულოს

10 ნოემბერი 2025, 11:40 58 ნახვა

აშშ-ის სენატმა მიიღო შეთანხმება, რომელმაც, შესაძლოა, „შათდაუნი“ დაასრულოს. კენჭისყრა მას შემდეგ გაიმართა, რაც სენატის რვა „დემოკრატმა“ წევრმა „რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერებთან და თეთრ სახლთან შეთანხმებას მიაღწია. კანონპროექტს წარმომადგენელთა პალატაში უყრიან კენჭს, საბოლოოდ კი მას ხელი პრეზიდენტმა უნდა მოაწეროს. პროცესს შესაძლოა რამდენიმე დღე დასჭირდეს.

რესპუბლიკელების" და "დემოკრატების" ერთობლივ დოკუმენტში გადაჭრილია ჯანდაცვის ბიუჯეტთან დაკავშირებული უთანხმოება. მასში საუბარია ასევე ერთ-ერთ მთავარ დაბრკოლებაზე - მილიონობით ამერიკელისთვის ჯანდაცვის შეღავათების გახანგრძლივების უზრუნველყოფაზე; გათვალისწინებულია "შათდაუნის" დროს სამსახურიდან გათავისუფლებული მოხელეების თანამდებობებზე დაბრუნებაც. 40 დღიანი ე.წ.-ლი შათდაუნის გამო ქვეყნის სხვადასხვა აეროპორტში ავიარეისების უმრავლესობა გაუქმდა ან გადაიდო.
 

რადგანაც პროცესმა გამოიწვია ავიადისპეტჩერების დეფიციტი, რომლებიც, სხვა ფედერალური თანამშრომლების მსგავსად, კვირების განმავლობაში ხელფასს ვერ იღებენ. ტრანსპორტის მდივნის განცხადებით, მადლიერების დღის მოახლოებასთან ერთად, ავიარეისები კიდევ უფრო  შემცირდება. მისი ტქმით, მხოლოდ რამდენიმე რეისი შეძლებს ფრენას ქვეყნის აეროპორტებიდან.

ცირა სურმანიძე
საინფორმაციოს პროდიუსერი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი

 კონკურსი მაუწყბელის დირექტორის პოზიციაზე