აშშ-ის პრეზიდენტმა 2020 წლის არჩევნების შედეგების შეცვლის მცდელობის საქმის ფიგურანტები შეიწყალა. შეწყალებულ პირთა შორის არის ნიუ იორკის ყოფილი მერი, დონალდ ტრამპის ყოფილი ადვოკატი რუდი ჯულიანი, ასევე 2020 წლის ტრამპის საარჩევნო შტაბის სხვა წევრები, კერძოდ, ტრამპის ადმინისტრაციის ყოფილი უფროსი, ყოფილი მრჩეველი და სამი ადვოკატი.
ცნობილია, რომ შეწყალებულთა შორის 70-ზე მეტი პირია, რომელთაც, სავარაუდოდ, კავშირი ჰქონდათ 2020 წლის არჩევნების შედეგების შეცვლის საქმესთან. აშშ-ის პრეზიდენტმა შეწყალების განკარგულებას, სავარაუდოდ, პარასკევს მოაწერა ხელი. როგორც გამოცემა „პოლიტიკო“ წერს, ეს შეწყალება დიდწილად სიმბოლური ხასიათისაა, რადგან აღნიშნულ პირებს ფედერალურ დანაშაულში ბრალი ოფიციალურად წარდგენილი არ აქვთ.