რუსეთის ქალაქ ვორონეჟში თბოელექტროსადგურზე დრონებით დარტყმა განხორციელდა

09 ნოემბერი 2025, 11:46 118 ნახვა

რუსეთის ქალაქ ვორონეჟში გვიან ღამით, თბოელექტროსადგურზე დრონებით დარტყმა განხორციელდა - ინფორმაცია რუსულ „ტელეგრამარხებსა და უკრაინულ მედიაში გავრცელდა.

ვორონეჟის ოლქის გუბერნატორის განცხადებით, ოლქის ტერიტორიაზე საჰაერო განგაში გამოცხადდა. ალექსანდრ გუსევის თქმით, დარტყმის დროს არავინ დაშავებულა.

მოსახლეობა აცხადებს, რომ აფეთქებების ხმა ისმოდა ქალაქშიც. რუსეთის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ ღამით ბრიანსკისა და როსტოვის ოლქების თავზე 44 დრონი ჩამოაგდეს.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი

 კონკურსი მაუწყბელის დირექტორის პოზიციაზე