თურქეთში, ქოჯაელის პროვინციაში მდებარე სუნამოების საწყობში გაჩენილ ხანძარს 6 ადამიანი ემსხვერპლა. ხანძარი, დილოვასის რაიონში მდებარე საწყობში მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, დაშავებულია 5 ადამიანი, ერთ-ერთის მდგომარეობა კი მძიმეა. 5 სართულიან საწყობში გაჩენილი ხანძრის გამომწვევი მიზეზი უცნობია, საქმეზე დაწყებულია გამოძიება.