მთავრობის ე.წ. შათდაუნის გამო აშშ-ში ათასობით ფრენა გაუქმდა ან გადაიდო.

08 ნოემბერი 2025, 11:30 47 ნახვა

აშშ-ში ,მთავრობის ე.წ შათდაუნის გამო ათასობით ფრენა გაუქმდა ან გადაიდო. მთელი ქვეყნის მასშტაბით გასულ დღეს 40 ყველაზე დატვირთულ აეროპორტს შეექმნა პრობლემები, რის გამოც გაუქმდა 855 და გადაიდო 2 301 ფრენა.  გავრცელებული ცნობით, აეროპორტები საჰაერო მოძრაობის დისპეტჩერების დეფიციტს განიცდიან, რომელთა ნაწილიც ფედერალური მთავრობის დახურვის დროს ანაზღაურების გარეშე მუშაობს. ავიაციის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ ე.წ შათდაუნის გამო შესაძლოა დღეში 4 ათასამდე რეისი შემცირდეს. აშშ-ის სენატი ცდილობს შეთანხმების მიღწევას მთავრობის მუშაობის აღსადგენად, რომელიც უკვე 37 დღეა შეჩერებულია.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი

 კონკურსი მაუწყბელის დირექტორის პოზიციაზე