ჟენევაში საერთაშორისო მოლაპარაკებების რიგით 65-ე რაუნდი გაიმართება

09 ნოემბერი 2025, 11:42 109 ნახვა

11 ნოემბერს ჟენევაში საერთაშორისო მოლაპარაკებების რიგით 65-ე რაუნდი გაიმართება. ქართული დელეგაცია საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ლაშა დარსალია ხელმძღვანელობით ჟენევაში უკვე გაემგზავრა.

დელეგაციის შემადგენლობაში იმყოფება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე.

პირველი დღე ტრადიციულად, თანათავმჯდომარეებთან ტექნიკურ შეხვედრებს დაეთმობა.

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი

 კონკურსი მაუწყბელის დირექტორის პოზიციაზე