მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე ჩასახლებულები პალესტინურ სოფლებს თავს დაესხნენ

09 ნოემბერი 2025, 11:47 106 ნახვა

მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე ჩასახლებულები პალესტინურ სოფლებს თავს დაესხნენ. 

გავრცელებული ინფორმაციით, ნიღბიანი პირები, პალესტინელებს ხელკეტებით გაუსწორდნენ და ქვები ესროლეს ზეთისხილის ბაღში მყოფ პირებს. შემთხვევის შედეგად დაშავებულია 15 ადამიანი, მათ შორის ისრაელელი და უცხოელი მოხალისეები, ასევე სააგენტო „როიტერის“ ფოტოგრაფი.

გავრცელებული ცნობით, დაშავებულებს შორის ასევე არის ბურინის მკვიდრი ბაშარ ეიდი, რომლის სახლის მიმდებარე ტერიტორია ორი კვირის წინ სამხედრო ზონად გამოცხადდა.

ისრაელის თავდაცვის ძალებში აღნიშნულ შემთხვევასთან დაკავშირებით განაცხადეს, რომ  დაპირისპირება მათმა სამხედროებმა ჩაახშეს. მათივე თქმით, საქმეს ამჟამად პოლიცია იძიებს.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი

 კონკურსი მაუწყბელის დირექტორის პოზიციაზე