„ჰამასმა“ წითელ ჯვარს კიდევ ერთი მძევლის ცხედარი გადასცა. დაჯგუფების განცხადებით, ცხედარი 2014 წელს მოკლულ ისრაელელ ჯარისკაცს, ჰადარ გოლდინს ეკუთვნის.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, მას იდენტიფიცირებისთვის სასამართლო მედიცინის ეროვნულ ინსტიტუტში გადაასვენებენ და თუ მისი ვინაობა დადასტურდება, მაშინ ამ დროისთვის „ჰამასს“ ისრაელისთვის 4 მძევლის ცხედარი ექნება დასაბრუნებელი.
ცნობისთვის, გოლდინი 2014 წლის აგვისტოს მოკლეს, ღაზაში 11 წლის განმავლობაში იმყოფებოდა. ის მძევლებთაგან ერთადერთია, რომელიც ისრაელ-„ჰამასს“ შორის ომის დაწყებამდე გაიტაცეს და მოკლეს. მისი ცხედარი ანკლავის სამხრეთით მდებარე ქალაქ რაფაჰში შაბათს იპოვეს.