BBC-ის სკანდალი - გენერალურმა დირექტორმა და ახალი ამბების ხელმძღვანელმა თანამდებობები დატოვეს

10 ნოემბერი 2025, 11:40 67 ნახვა

„ბიბისის“ გენერალურმა დირექტორმა და ახალი ამბების აღმასრულებელმა დირექტორმა თანამდებობები დატოვეს , მას შემდეგ, რაც კორპორაცია BBC Panorama-ს დოკუმენტური ფილმის გამო გააკრიტიკეს.  ფილმში აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის გამოსვლა შეცდომით იყო დამონტაჟებული.
ახალი ამბების აღმასრულებელის დირექტორის განცხადებით, დონალდ ტრამპის გამოსვლის მონტაჟმა მაყურებელი შეცდომაში შეიყვანა, რის გამოც თანამდებობიდან გადადგომის გადაწყვეტილება მიიღო.  ბრიტანული გაზეთის, Telegraph-ის მიერ მოპოვებული „ბიბისის“ შიდა დოკუმენტის თანახმად, დოკუმენტურ ფილმში  ტრამპის გამოსვლის ორი სხვადასხვა ნაწილი ერთმანეთს მიაბეს  და ისე წარმოაჩინეს, თითქოს დონალდ ტრამპი ღიად მოუწოდებდა მომიტინგეებს კაპიტოლიუმში არეულობებისკენ. 
ინფორმაციის გავრცელების შემდეგ თეთრი სახლის პრესმდივანმა, Telegraph-თან ინტერვიუში „ბიბისის“ „პროპაგანდის მანქანა“ უწოდა. BBC-ის დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "ტრამპის მეორე შანსი", ეთერში 2024 წელს არჩევნებამდე 1 კვირით ადრე გავიდა. მიმდინარე სკანდალს ეხმაურება თავად ტრამპი. ამერიკის პრეზიდენტი ამბობს, რომ BBC-ის ხელმძღვანელი პირები, რომლებმაც თანამდებობები დატოვეს, საპრეზიდენტო არჩევნების შედეგზე გავლენის მოხდენას ცდილობდნენ.

ცირა სურმანიძე
საინფორმაციოს პროდიუსერი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი

 კონკურსი მაუწყბელის დირექტორის პოზიციაზე