სირიის პრეზიდენტი აჰმედ ალ-შარაა აშშ-ში ჩავიდა, სადაც დონალდ ტრამპს შეხვდება. პრეზიდენტების შეხვედრა თეთრ სახლში გაიმართება.
ეს სირიის სახელმწიფოს მეთაურის პირველი ოფიციალური ვიზიტია 80 წლის განმავლობაში. მოლაპარაკება, სავარაუდოდ, სირიის აღდგენის ფინანსურ მხარდაჭერას შეეხება.
სხვა თემებს შორისაა სირიაში აშშ-ის სამხედრო ყოფნის დაფუძნება და ტერორისტული დაჯგუფება ISIS-ის წინააღმდეგ ბრძოლა.
შტატებში ვიზიტის წინ, გაერო-მ სირიის პრეზიდენტის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები მოხსნა, ხოლო დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ ალ-შარაა გლობალური ტერორისტების სიიდან ამოიღო.