ხულოში პროექტ ,,მონაწილეობითი ბიუჯეტის“ გამარჯვებულის გამოსავლენად კენჭისყრის პროცესი დაიწყო.
ხუთი პროექტიდან ერთი ადგილობრივებმა უნდა შეარჩიონ. ადგილობრივები ძირითადად ინფრასტრუქტურის გამართვას ითხოვენ.
საპილოტე პროგრამა წელს ხულოში პირველად ხორციელდება, რომლისთვისაც მერია 60 ათას ლარს დახარჯავს. კენჭისყრა კვირას დასრულდება.