„ბორჯღალოსნები“ ზაფხულის ტესტებს ხვალ პორტუგალიასთან დაასრულებენ

15 ივლისი 2022, 11:10 631 ნახვა

ხვალ საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები ზაფხულის ტესტების ბოლო შეხვედრას გამართავს. „ბორჯღალოსნები“ ქუთაისში პორტუგალიას დაუპირისპირდებიან. პირველად 2015 წლის შემდეგ, საქართველომ ზაფხულის სამივე თამაში სამშობლოში გამართა.

3 ივლისს ქუთაისში არგენტინა XV-თან მატჩის შემდეგ, რომელშიც სტუმრებმა 30:24 გაიმარჯვეს, 10 ივლისს ბათუმში, „აჭარაბეთ არენაზე“ „ბორჯღალოსნებმა“ პირველად დაამარცხეს ტიერ1-ის გუნდი – იტალია 28:19, ახლა კი „აია არენაზე“ ბრუნდებიან. 16 ივლისს პორტუგალიასთან მე-100 სანაკრებო კეპს მოიხვეჭს და მეოთხე ქართველი ცენტურიონი გახდება სანდრო თოდუა. თოდუას ანგარიშზე 15 ლელოა, რომელთაგან ბოლო 10 ივლისს ბათუმში, იტალიას გაუტანა.

სანდრო სამი მსოფლიო თასის - 2011, 2015 და 2019 წლების მონაწილეა. გუნდს მოედანზე 39-ედ გაუძღვება კაპიტანი მერაბ შარიქაძე და ამ მაჩვენებლით ლიდერს ირაკლი აბუსერიძეს გაუტოლდება. 29 წლის ცენტრმა ბორჯღალოსნების კვართით პირველად 2012 წელს, ესპანეთის წინააღმდეგ ითამაშა და მას შემდეგ 86 კეპი და 14 ლელო მოიხვეჭა.

კაპიტნის რანგში შარიქაძის დებიუტი 2014 წლის თბილისის თასზე, 2014 წელს არგენტინის „ა“ ნაკრებთან შედგა, 2017 წლიდან კი რეგულარულად კაპიტანია.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი