რუსეთის ომის შედეგად 347 ბავშვი დაიღუპა, 648 - დაშავდა

10 ივლისი 2022, 14:05 816 ნახვა

347 ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა ომს უკრაინაში,  648 კი დაშავდა.  უკრაინის გენერალური პროკურატურის  ინფორმაციით, ციფრები არ არის საბოლოო, რადგან მიმდინარეობს აქტიური საომარი მოქმედებების ადგილების, დროებით ოკუპირებული და გათავისუფლებულ ტერიტორიების მონიტორინგი.

უწყების ცნობით, ყველაზე მეტი ბავშვი დონეცკის, ხარკოვისა და კიევის ოლქებში დაიღუპა და დაშავდა. ლუგანსკის ოლქის გუბერნატორის, სერგეი გაიდაის ინფორმაციით, რეგიონში კვლავ მძიმე ვითარებაა. 

მისი თქმით,  აქვთ ინფორმაცია, რომ ოკუპანტები იარაღის საცავების მოწყობას საბავშვო ბაღებსა და სკოლებში გეგმავენ, რათა შემდგომ უკრაინელებს ბავშვების მისამართით სროლა დააბრალონ.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი