 
                                        
                                    
                                
                            
                            
                                
                                
                            
                            უელსისა და შოტლანდიის მთავრობებმა უკრაინისთვის მორიგი სამხედრო დახმარების გაწევის შესახებ განცხადება გააკეთეს.
„უელსის მთავრობამ 35 მილიონი ფუნტი გამოუყო უკრაინას სამხედრო დახმარებისთვის - განაცხადა ბორის ჯონსონმა და აღნიშნა, რომ შოტლანდია და უელსი მზად არიან თავშესაფარი მისცენ 9 ათას უკრაინელ ლტოლვილს. ახლახან ვესაუბრე შოტლანდიის პირველ მინისტრს ნიკოლა სტურჯენს სამხედრო დახმარების შესახებ. მადლობა გადავუხადე შოტლანდიის მთავრობას 65 მილიონი ფუნტის გამოყოფისთვის და იმის მზაობისთვის, რომ უკრაინელი ლტოლვილები მიიღოს - აცხადებს ჯონსონი.
ბრიტანეთის პრემიერმა ხაზგასმით განაცხადა, რომ პუტინის შეჩერება თუ არ მოხდება უკრაინაში, ის ახალ სამიზნეებს მოძებნის.
 
                             
                             
                         
                             
                             
                         
                             
                             
                         
                             
                            