ზაპოროჟიეზე თავდასხმის შედეგად დაშავებულთა რაოდენობა გაიზარდა

30 ოქტომბერი 2025, 11:38 123 ნახვა

  13 -მდე გაიზარდა დაშავებულთა რაოდენობა რუსული ძალების მიერ ზაპოროჟიეზე თავდასხმის შედეგად.  წერს ტელეგრამზე   რეგიონული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ივან ფედოროვი. ფედოროვის განცხადებით, მოქალაქეებს მწვავე სტრესული რეაქცია, ჭრილობები, დაჟეჟილობები და მოტეხილობები გააჩნიათ. დაშავებულთა  შორის სამიდან ექვს წლამდე ასაკის ექვსი ბავშვია.  თავდასხმის შედეგად დაზიანდა საერთო საცხოვრებელი, რამდენიმე სართული განადგურდა. ასევე დაზიანდა სახლები და ინფრასტრუქტურა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

ამინდი

 კონკურსი მაუწყბელის დირექტორის პოზიციაზე