ყაზახეთში ალაკოლის ტბის სანაპიროზე გაჩენილი ხანძრის შედეგად 4 დასასვენებელი ბაზა დაიწვა. დაშავებულია 7 ადამიანი. ცეცხლი 3 ათას კვადრატულ მეტრზე იყო გავრცელებული. შემთხვევის ადგილზე 200-მდე მაშველი-მეხანძრე და ხანძარსაწინააღმდეგო ტექნიკის 29 ერთეული მუშაობდა.
ხანძარს 7 საათის განმავლობაში ებრძოდნენ მეხანძრეები, პოლიციელები, ადგილობრივები. ხანძრის ლიკვიდაციას ძლიერი ქარი აფერხებდა, რომელიც წამში 10 მეტრს აღწევდა.
ცეცხლი ხის ნაგებობებზე სწრაფად გავრცელდა. ხანძრის გამომწვევი მიზეზი დგინდება.