ხიხანის ციხეზე მისასვლელი ბილიკები მოწესრიგდება. კერძოდ, ბილიკი გაფართოვდება, კიბეებზე კი ლითონის კონსტრუქცია მოეწყობა.
აჭარის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს ინფორმაციით, სამუშაოების ძირითადი ნაწილი თითქმის დასრულებულია, პროექტისთვის კი 900 ათასი ლარი დაიხარჯება.
სამუშაოების გამო ამ ეტაპზე ციხესიმაგრეზე ტურისტების მიღება ნებადართული არ არის.