აფეთქებები მიკოლაევში 

29 ივნისი 2022, 10:17 425 ნახვა

უკრაინაში ისევ აქტიური  საომარი მდგომარეობაა.  გასული დღე-ღამეს რუსული ძალების მიერ რამდენიმე ქალაქში ინტენსიური დაბომბვები განხორცილდა. დღეს დილით ძლიერი აფეთქებები იყო ქალაქ ნიკოლაევში. რუსულმა ძალებმა მრავალსართულიან საცხოვრებელ სახლზე  მიიტანეს იერიში, დაბომბვის შედეგად 2 ადამიანი გარდაიცვალა, 3 კი დაიჭრა.  ოკუპანტებმა კიდევ ერთხელ განახორციელეს სარაკეტო თავდასხმა ხარკოვზე. იერიშს ძლიერი ხანძარი მოჰყვა. 2 მშვიდობიანი მოქალაქეა მოკლული, 6 მძიმედ დაშავებული. 

ქალაქ ლისიჩანსკზე  განხორციელებული სარაკეტო დარტყმების შედეგად კი  8 ადამიანი დაიღუპა. დაშავდა 23. რუსეთის ძალებმა 20-მდე საარტილერიო დარტყმა განახორციელეს სუმის ოლქზე, გარდაცვლილია 2 მშვიდობიანი მოქალაქე.

უკრაინული მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით,  ლვოვის ოლქში მდებარე სამხედრო ბაზაზე რუსი სამხედროების თავდასხმის შედეგად 50 უკრაინელი ჯარისკაცი დაიღუპა, დაშავებულია 150. რუსულმა ჯარებმა საჰაერო იერიში მიიტანეს დნიპროპეტროვსკის ოლქზეც. ქალაქ დნიპროში დაზიანდა რკინიგზის ინფრასტრუქტურა და სამრეწველო საწარმო. მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია ამ დროისთვის არ ვრცელდება.

27 ივნისს რუსული ძალების მიერ კრემენჩუკის სავაჭრო ცენტრზე სარაკეტო იერიშის შედეგად ბოლო მონაცემებით, 20 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 59 კი - დაშავდა.  დიდი ბრიტანეთის დაზვერვის ყოველდღიური ანგარიშის ცნობით, არსებობს რეალური ალბათობა, რომ კრემენჩუკის სავაჭრო ცენტრზე სარაკეტო თავდასხმა გამიზნული იყო. უწყებაში აცხადებენ, რომ  რუსული ძალების მიერ განხორციელებული არაზუსტი ქმედებები სამოქალაქო პირებში შემდგომ მსხვერპლს გამოიწვევს.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში