მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში სტიქია მძვინვარებს

22 ივნისი 2022, 20:49 1651 ნახვა

ავღანეთში ძლიერი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 900-ს აღემატება. ამის შესახებ თალიბანის მოძრაობის წარმომადგენელმა განაცხადა. მოძრაობის  ლიდერი 500 დაშავებულის შესახებ საუბრობს. მიწისძვრამ ავღანეთის აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე პაკტიკას პროვინცია დააზარალა.დანგრეულია ასობით საცხოვრებელი სახლი. სტიქია მძვინვარებს ჩინეთშიც. ძლიერ წვიმას წყალდიდობა და მეწყერი მოჰყვა ქვეყნის სამხრეთ ნაწილში, განადგურებულია შენობები, ნათესები და გზები.  ათასობით ადამიანი იძულებული გახდა  სახლები დაეტოვებინა. გუგული ბერიძე მსოფლიო სიახლეებით.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში