რომან დოლიძის მორიგი გამარჯვება. UFC-ის საშუალო წონის მებრძოლმა რომან დოლიძემ ოსტინში მიმდინარე ღონისძიების გახსნით ჩხუბში 29 წლის ამერიკელი კაილი დოკასი პირველივე რაუნდში ნოკაუტით დაამარცხა და კარიერაში მეათე, MMA ყველაზე პრესტიჟულ ორგანიზაციაში კი მეოთხე გამარჯვება მოიპოვა.
33 წლის ქართველმა UFC-ში ნოკაუტით მეორე შეხვედრა მოიგო.