ახალი საბავშვო ბაღი შუახევში

16 ივნისი 2022, 20:03 399 ნახვა

შუახევში სოფელ მახალაკიძეებში საბავშვო ბაღი შენდება. 35 აღსაზრდელზე გათვლილ სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებაში მოეწყობა ოთახები, სველი წერტილები, სამზარეულო, ცენტრალური გათბობა.

სოფელში აქამდე მხოლოდ ალტერნატიული ბაღი ფუნქციონირებდა. მალე სკოლამდელი დაწესებულება მოეწყობა.

პროექტისთვის თვითმმართველობა 225 ათას ლარს დახარჯავს.

ლენა მამულაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში