ცნობილია კონფერენსლიგაზე მოასპარეზე სამი ქართული კლუბის მეტოქეთა ვინაობა. ექს-ჩემპიონი თბილისის „დინამო“ ესტონურ „ჰაიდეს“ შეხვდება, საქართველოს თასის გამარჯვებული „საბურთალო“ ალბანეთის „პარტიზანს“, ხოლო გორის „დილა“ ფინურ კუოპიუს კუპს“ დაუპირისპირდება.
რაც შეეხება „დინამო“ ბათუმს, საქართველოს ჩემპიონს წილად ბრატისლავის „სლოვანი“ ხვდა.
ზღვისპირელებთან მოსალოდნელ დაპირისპირებას სლოვაკური გუნდის მთავარი მწვრთნელი, საქართველოს ეროვნული ნაკრების ექს-დამრიგებელი ვლადიმირ ვაისი გამოეხმაურა.