რომან დოლიძე დაუკაუსის წინააღმდეგ

15 ივნისი 2022, 10:06 849 ნახვა

19 ივნისს იუ-ეფ-სი-ს (UFC) ბათუმელი მებრძოლი რომან დოლიძე კარიერაში მეთერთმეტე ბრძოლას გამართავს, მისი მეტოქე ამერიკელი კაილი დაუკაუსი იქნება. 29 წლის ამერიკელმა UFC-ში 5 ბრძოლა გამართა, 2 მოიგო, 2 წააგო და ერთიც შედეგის გარეშე დაასრულა.

დოლიძისთვის ეს ბრძოლა კარიერაში მეთერთმეტე, UFC-ში კი რიგით მეხუთე იქნება. რომანს კარიერაში მხოლოდ ერთი წაგება აქვს.

2021 წლის მარტში  ტრევის გილსთან მსაჯების გადაწყვეტილებით დამარცხდა.

ბოლო ბრძოლა კი ქართველმა სპორტსმენმა გასული წლის ივნისში გამართა და ლაურეანო სტაროპოლისს სამრაუნდიან დაპირისპირებაში მოუგო.

შეგახსენებთ, რომ დოლიძისა და დაუკაუსის 19 ივნისს ბრძოლა ლას-ვეგასში გაიმართება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი