ბულგარეთის ნაკრები თბილისში ავარიაში მოყვა

11 ივნისი 2022, 10:18 1019 ნახვა

ბულგარეთის საფეხბურთო ნაკრები თბილისში ავარიაში მოყვა. 

ავარია მაშინ მოხდა, როდესაც ბულგარელთა ავტობუსის ერთმა მძღოლმა სახიფათო მანევრი გააკეთა და მათივე მეორე ავტობუსს დაეჯახა.

ბულგარეთის საფეხბურთო კავშირის დირექტორის განცხადებით, ჰოსპიტალში მხოლოდ ერთი ნაკრების ფეხბურთელი ტოდორ ნედელევი არის გადაყვანილი.

ბულგარულ მედიაში წერენ, რომ გუნდში შოკური ვითარებაა თუმცა საქართველოს და ბულგარეთის მატჩის გადადგება არ იგეგმება.

მატჩი ხვალ 12 ივნისს "დინამო არენაზე" 20:00 საათზე დაიწყება.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი