ირანის საფეხბურთო ნაკრების უარი რუსეთის ეროვნულ გუნდს

08 ივნისი 2022, 11:03 421 ნახვა

ირანის საფეხბურთო ნაკრებმა უარი უთხრა რუსეთის ეროვნულ გუნდს ამხანაგური მატჩის ჩატარებაზე, რომელიც წინასწარი ინფორმაციით სექტემბერში უნდა ჩატარებულიყო.

შემოდგომაზე დაგეგმილი სპარინგ-მატჩების შესახებ ინფორმაცია რუსულმა ვებ-გვერდებმა გაავრცელეს. მის თანახმად, სექტემბერში რუსეთს ირანთან მოსკოვში ან თეირანში უნდა ეთამაშა, შემდეგ კი მეორე ამხანაგური მატჩიც უნდა გამართულიყო.

შეგახსენებთ, რომ რუსეთის ნაკრები ყველა საერთაშორისო შეჯიბრს ჩამოაშორეს მას მერე, რაც ოკუპანტების არმია უკრაინაში შეიჭრა და ათასობით უდანაშაულო ადამიანი დახოცა. ამის გამო, რუსებს საზაფხულო სპარინგებიც ჩაეშალათ და მხოლოდ არაფრის მომცემ შეკრებას დასჯერდნენ

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი