კიევის ოლქის ქალაქ ბუჩაში რუსი ოკუპანტების მიერ ჩადენილი ომის დანაშაულების შემდეგ აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს. ქალაქში უკვე 2 ათასამდე დაბრუნდა. ამის შესახებ პრეზიდენტის აპარატის უფროსის მოადგილემ კირილო ტიმოშენკომ განაცხადა.
„ქალაქს უბრალოდ ვერ იცნობთ. ოფიციალური მონაცემებით, აქ 2 ათასამდე ბავშვი დაბრუნდა. განსაკუთრებული ძალისხმევა უნდა გამოვიჩინოთ, რომ ეს ქალაქი აღარ ასოცირდებოდეს იმ საშინელებასთან, რომელიც აქ რუსმა ჯარისკაცებმა მოაწყვეს, არამედ განვითარებასთან, სიცილთან და მომავალთან“, - განაცხადა მან. ტიმოშენკოს თქმით, ბუჩაში მუშაობა დაიწყო უნისეფის სოციალურმა პროგრამამ