ევროპა უკრაინის მხარესაა - ფონ დერ ლაიენი

09 მაისი 2022, 14:54 706 ნახვა

ევროპელები, როგორც არასდროს, გრძნობენ, რომ ერთ ევროპულ ოჯახს მიეკუთვნებიან და ეს სიამაყით ავსებს ჩემს გულს, - ამის შესახებ აღნიშნულია ევროპის დღესთან დაკავშირებით ევროკომისიის პრეზიდენტის განცხადებაში.

ურსულა ფონ დერ ლაიენი უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებაც საუბრობს და აღნიშნავს, რომ ევროპა უკრაინის მხარესაა. მისივე თქმით, მილიონობით ევროპელი მობილიზებულია გაჭირვებაში მყოფი მეზობლების დასახმარებლად. „ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, რომ ევროკავშირი ასევე შეძლებს უკრაინაში ომის შედეგად წარმოქმნილი გამოწვევის დაძლევას. ევროპის მოქალაქეები გვიჩვენებენ გზას.

მილიონობით ევროპელი, ჩვენი, ევროკავშირის ყველა კუთხეში და საზოგადოების ყველა სფეროში მობილიზებულია გაჭირვებაში მყოფი მეზობლების დასახმარებლად“, - ნათქვამია ევროკომისიის პრეზიდენტის განცხადებაში.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში