მარიუპოლს რუსული არმია აკონტროლებს - შოიგუ

04 მაისი 2022, 14:01 1254 ნახვა

„ლუჰანსკისა და დონეცკის სახალხო რესპუბლიკებისა და უკრაინის  ტერიტორიებზე  მშვიდობიანი ცხოვრება მყარდება. მათ შორის აზოვის ზღვის უმსხვილეს სამრეწველო და სატრანსპორტო საკვანძო ქალაქ მარიუპოლშიც. იგი რუსული არმიის კონტროლქვეშ იმყოფება“ - ეს განცხადება რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ გააკეთა.  მისი თქმით,  აზოვსტალის ტერიტორიაზე დარჩენილი უკრაინელი სამხედროები, რომლებიც უარს ამბობენ იარაღის დაყრაზე, ამჟამად ქარხნის პერიმეტრზე ბლოკირებული არიან. 

შოიგუ  ნატოს ბლოკს აფრთხილებს, რომ მისი  ნებისმიერი სატრანსპორტო საშუალება, რომელიც უკრაინაში უკრაინული არმიის დასახმარებლად ჩავა,  განადგურების სამიზნედ ჩაითვლება. 

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი  სამმართველოს ინფორმაციით, მარიუპოლში რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის  ხელმძღვანელის პირველი მოადგილე სერგეი კირიენკო ჩავიდა.  მარიუპოლში იგი 9 მაისის სამხედრო აღლუმს მოამზადებს.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი