მერიის სათათბირო ორგანო - ახალგაზრდული საბჭო შეიქმნა ბათუმის მერიაში. მისი მიზანი თვითმმართველობის მიერ გადაწყვეტილებების მიღების პროცესში ახალგაზრდების ჩართულობის გაზრდაა. საბჭო 15 წევრიანია და თითოეული მათგანი კონკურსის წესით შეირჩა.
დღეს მათ ბათუმის მერი არჩილ ჩიქოვანი შეხვდა. მისი თქმით ახლადშექმნილი სათათბირო ორგანო ახალგაზრდების საჭიროებებსა და ინტერესებზე იქნება მორგებული და თვითმმართველობის საქმიანობის შესახებ, მათ შორის ახალგაზრდულ პროექტებთან დაკავშირებით მათ ინფორმირებას უზრუნველყოფს.