მთავრობის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციები ერევანში. სომხური მედიის ინფორმაციით, აქციის მონაწილეებმა ქუჩების გადეკეტვა დაიწყეს.
დემონსტრანტების ნაწილმა სომხეთის დედაქალაქის ცენტრალურ მოედანზე კარვები გაშალა და ღამე ქუჩაში გაათენა.
აქციის მონაწილეების მოთხოვნა პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის გუნდის გადადგომაა.
"დაუმორჩილებლობის აქციის" 100-ზე მეტი მონაწილე დააკავეს.