სოფიაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ძიუდოში დღეს ორი ქართველი ასპარეზობს. ლაშა შავდათუაშვილი 73 კგ წონით კატეგორიაში და ტატო გრიგალაშვილი 81კგ წონით კატეგორიაში. წონის და ტურნირის პირველი ნომერი ლაშა შავდათუაშვილი მე-2 რაუნდში ალბანელს შეხვდება. ახალგაზრდა ტატო გრიგალაშვილი კი მე-2 წრეში ფინელს დაუპირისპირდება. ტურნირზე საქართველოს ნაკრების ანგარიშზე ჯერჯერობით ერთი ბრინჯაოს მედალია, რომელიც გუშინ ეთერ ლიპარტელიანმა მოიპოვა.