რუსეთმა ბულგარეთს და პოლონეთს გაზის მიწოდება შეუწყვიტა. ოფიციალურმა ვარშავამ უკვე დაადასტურა, რომ რუსეთი მისთვის ბუნებრივი აირის მიწოდებას იმის გამო აჩერებს, რომ ქვეყანამ უარი განაცხადა გაზის საფასურის რუსულ რუბლში გადახდაზე. ბულგარეთმა და პოლონეთმა რუსეთის ეს გადაწყვეტილება წლევანდელი კონტრაქტის დარღვევად შეაფასეს.
ამასთან, პოლონეთის მთავრობაში განაცხადეს, რომ ამჟამად ქვეყნის მარაგი დაახლოებით 80%-ითაა შევსებული და მზად არიან იმისთვისაც, რომ გაზი სხვა წყაროებიდან შეიძინონ. იგივეს აპირებს ბულგარეთის მთავრობაც.
ამჟამად ევროკავშირში განიხილება რუსული გაზისა და ნავთობისთვის ემბარგოს დაწესების საკითხიც, რასაც გაერთიანების წევრი არაერთი სახელმწიფო ეწინააღმდეგება.