ბათუმი პლე-ოფისთვის ემზადება

21 აპრილი 2022, 13:50 900 ნახვა

დღეს საქართველოს საკალათბურთო სუპერლიგის მორიგ ტურში ბათუმი თბილისის სპორტის სასახლეში ოლიმპს დაუპირისპირდება. ამ დროისათვის ორივე გუნდს 30-30 ქულა აქვს და მეოთხე-მეხუთე ადგილს ინაწილებენ.

ბათუმს და ოლიმპს სტატისტიკაც თანაბარი აქვთ. თერთმეტი მოგება და რვა მარცხი. რეგულარული სეზონი დასასრულს უახლოვდება.

პლეი ოფში გასული რვა გუნდის ვინაობა ცნობილია.  დარჩენილ შეხვედრებში გუნდები ცხრილში ადგილებს გაინაწილებენ და მეოთხედფინალური წყვილებში, მეტოქეთა ვინაობაც ამის შემდეგ გაირკვევა. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი