გაერო-ს მონაცემებით, უკრაინაში რუსეთის აგრესიის შედეგად 2 072 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის მონაცემებით, რუსეთის შეჭრის დღიდან უკრაინაში დაღუპული მშვიდობიანი მოქალაქიდან 169 ბავშვია.
ამასთან, დაშავებულია 2 818 პირი, მათ შორის 272 ბავშვი. ოფისის განცხადებით, ყველაზე დიდი მსხვერპლი დონბასის რეგიონშია – 732 ადამიანი.
გაერო ხაზს უსვამს, რომ მსხვერპლთა რეალური რაოდენობა შესაძლოა მეტი იყოს, რადგან მიმდინარე საომარი მოქმედებების გამო დადასტურებულ ინფორმაციას დაგვიანებით იღებენ.