უკრაინაში სპეცოპერაციის შემდეგი ფაზა იწყება, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა. სერგეი ლავროვის თქმით, რუსეთს სხვა გზა არ ჰქონდა, გარდა უკრაინაში სპეცოპერაციის დაწყებისა.
აცხადებს, რომ გასული წლის ნოემბერში რუსეთის პრეზიდენტმა აშშ და ნატო მოლაპარაკების მაგიდასთან მიიწვია, რომ განეხილათ უსაფრთხოების სამართლებრივი გარანტიები აღმოსავლეთით ნატო-ს შემდგომი გაფართოების გარეშე, მაგრამ მათ უარი განაცხადეს.
ლავროვის განცხადებით, რუსეთი არ განიხილავს უკრაინაში ბირთვული იარაღის გამოყენების შესაძლებლობას, საუბარია მხოლოდ ჩვეულებრივ იარაღზე.