საქართველოს რაგბი დიდი 10-ის გათამაშებაში ბათუმის სარაგბო კლუბმა მე-16 გამარჯვება მოიპოვა. ბათუმელებმა საკუთარ მოედანზე სტეფანწმინდის ''ყაზბეგს'' უმასპინძლეს და სოლიდური სხვაობით 52-5 დაამარცხეს.
''ბათუმი'' განსაკუთრებით აქტიური პირველ ტაიმში იყო და მეტოქეს 45 უპასუხო ქულა დაუდო. საერთო ჯამში შავიზღვისპირელებმა 8-ჯერ დაალელოვა.
ორ-ორი ლელო მენაბდემ, ძნელაძემ და ურჯუკაშვილმა დადო, ხოლო თითო ნინიძის და ბუჯიაშვილმა ჩაიწერეს.
მატჩის საუკეთესო მოთამაშედ კი ბექა ურჯუკაშვილი დასახელდა 17 ჩატარებული შეხვედრის შემდეგ ''ბათუმი'' 77 ქულით გათამაშების ერთპიროვნული ლიდერია.
რეგულარული სეზონის ბოლო ტურში ბათუმის სარაგბო კლუბი გასვლაზე ''აიას'' ესტუმრება. ამის შემდეგ კი დიდი 10-ის წლევანდელი სეზონი "პლეიოფით" გაგრძელდება.