რუსმა ოკუპანტებმა მარიუპოლში 13 მობილური კრემატორიუმი შეიყვანეს

13 აპრილი 2022, 14:48 2700 ნახვა

მას შემდეგ, რაც ბუჩაში ჩადენილი სისასტიკე გენოციდად შეფასდა  და ფართო საერთაშორისო გამოხმაურება მოჰყვა, რუსეთის არმიამ  უკრაინაში მისი ომის დანაშაულებების დასაფარად მობილური კრემატორიუმების გამოყენება დაიწყო.

სამხედრო დაზვერვამ მარიუპოლში 13 მობილური კრემატორიუმი დააფიქსირა, რომლებსაც  მოკლული მშვიდობიანი მოქალაქეების ცხედრებისგან ქუჩების გასაწმენდად იყენებენ.

მობილური კრემატორიუმების გამოყენების ფაქტები არაერთხელ დაფიქსირდა ჩერნიგოვის ოლქის ტერიტორიაზე, ასევე არის მობილური კრემატორიუმების მუშაობის ფაქტები ლუჰანსკშიც.

ოკუპანტები მობილურ კრემატორიუმებს რუსი სამხედროების ცხედრების გასანადგურებლადაც იყენებენ, რათა უკრაინის ომში მათი რეალური დანაკარგი დაფარონ და დაღუპულთა ოჯახებს დაპირებული კომპენსაცია აღარ გადაუხადონ.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი