ევროპოლმა ოპერაცია სახელწოდებით ''ოსკარი'' დაიწყო

12 აპრილი 2022, 10:01 1260 ნახვა

ევროპის პოლიციის დეპარტამენტმა -ევროპოლმა  ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან ერთად დაიწყო ოპერაცია, რომელიც მიზნად ისახავს რუსეთის იმ ფიზიკური და იურიდიული პირების აქტივების მოძიებას, რომლებიც უკრაინაში რუსეთის შეჭრის გამო სასანქციო სიაში მოხვდნენ. ამის შესახებ  ინფორმაცია ევროპოლის ვებგვერდზე განთავსებული.

განცხადებაში  აღნიშნულია, რომ ოპერაცია სახელწოდებით ოსკარი გაგრძელდება მინიმუმ ერთი წლის განმავლობაში და მოიცავს მთელ რიგ ცალკეულ გამოძიებას, მათ შორის სანქციების გვერდის ავლის მცდელობებს.

ევროპოლი ხელს შეუწყობს პარტნიორებს შორის ინფორმაციებისა და სადაზვერვო მონაცემების  გაცვლას, მხარს დაუჭერს  ფინანსურ გამოძიებებს, რომლებიც მიმართული იქნება  კრიმინალური აქტივებისა  და ევროკავშირის ეკონომიკური სანქციების გვერდის ავლის მცდელობების  წინააღმდეგ.  რუსეთს დამატებით სანქციებს იაპონია უწესებს.

გაიყინება რუსეთის 398 მოქალაქის აქტივები  - სანქცირებულთა შორის არიან პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის შვილები, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის ოჯახის წევრები. 

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი