10 აპრილს ეროვნული ლიგის მეშვიდე ტურის მატჩები გაიმართება.
მოქმედი ჩემპიონი ბათუმის ‘’დინამო’’ გასვლაზე ზესტაფონში დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე წყალტუბოს ‘’სამგურალს’’ ესტუმრება.
6 ჩატარებული მატჩის შემდეგ გია გეგუჩძის გაწვრთილი ‘’დინამო’’ 13 ქულით პირველ ადგილზე იმყოფება, ხოლო ‘’სამგურალი’’ 5 თამაშის შემდეგ 8 ქულით მეოთხე პოზიციას იკავებს.
შეხვედრა დღეს 10 აპრილს ზესტაფონში 16:00 საათზე დაიწყება.