გაერომ ომის დანაშაულების მტკიცებულებების შემგროვებელი კომისიის წევრები დანიშნა

31 მარტი 2022, 14:36 890 ნახვა

გაერომ უკრაინაში სამხედრო დანაშაულების მტკიცებულებების შემგროვებელი კომისიის სამი წევრი დანიშნა. მათ მოუწევთ თვითმხილველთა გამოკითხვა და კონკრეტული მასალების შეგროვება, რასაც მოგვიანებით სასამართლოს წარუდგენენ. კომისიას უხელმძღვანელებს ნორვეგიის უზენაესი სასამართლოს და რუანდის საერთაშორისო ტრიბუნალის ყოფილი თავმჯდომარე ერიკ მოისე.

უკრაინა და მისი მოკავშირეები რუსეთის არმიას ომის დანაშაულებში სდებენ ბრალს. მათ შორის ქალაქების განურჩეველ დაბომბვასა და ათასობით უკრაინელი მშვიდობიანი მოქალაქის მკვლელობაში. ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში უკვე დაიწყო გამოძიება უკრაინაში ომის ან კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ შესაძლო დანაშაულებზე.

რუსეთი, თავის მხრივ, უკრაინას ადანაშაულებს მის მიერ კონტროლირებადი სეპარატისტული დონეცკისა და ლუგანსკის „სახალხო რესპუბლიკების“ ქალაქების დაბომბვაში. როიტერის ცნობით, რუსეთმა გაეროში კომისიის შექმნა გააპროტესტა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი