ომის 34-ე დღე

29 მარტი 2022, 19:21 553 ნახვა

მარიუპოლში ცარიელი დამწვარი სახლის წარუმატებელი შტურმის დროს მძიმედ დაიჭრა ჩეჩნეთის ლიდერის რამზან კადიროვის  საველე მეთაური და რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ბორის ნემცოვის მკვლელობის ორგანიზატორი  რუსლან გერემეევი. ამის შესახებ აზოვის პოლკი იუწყება. რამდენიმე წუთის წინ რუსმა ოკუპანტებმა ხმელნიცკის ოლქის  სტაროკონსტანტინოვოს აეროდრომი დაბომბეს. განადგურებულია  საწვავ-საპოხი მასალების მარაგი. ამის შესახებ  ქალაქის მერი სოციალურ ქსელში იტყობინება.  ნიკოლაი მელნიჩუკის თქმით,  აეროდრომის მიმართულებით ომის პირველივე დღეებიდან ისვრიდნენ რაკეტებს, თუმცა დღევანდელი იერიში ყველაზე სერიოზული იყო და საგრძნობი ზარალიც მიაყენა. არავინ დაღუპულა, თუმცა მტერმა მთლიანად გაანადგურა საწვავ-საპოხი მასალების მარაგები.დღეს  რუსმა აგრესორებმა  ხერსონის ოლქში ორი ქალაქის მერი გაიტაცეს.  ამის სესახებ კიევის მერი თავის ტელეგრამ-არხით იტყობინება.  ვიტალი კლიჩკოს თქმით, გატაცებულები არიან  ქალაქ ბერისლავის მერი  ალექსანდრ შაპოვალოვი და  გოლაია პრისტანის მერი ალექსანდრ ბაბიჩი. ომის განმავლობაში ოკუპანტებმა 11 ქალაქის მერი გაიტაცეს. ომის 34-ე დღეს, რუსეთის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ კიევისა და ჩერნიგოვის მიმართულებებზე სამხედრო აქტივობის შემცირება გადაწყვიტეს. უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბში კი ასევე ადასტურებენ,რომ რუსეთის სამხედრო ძალების ნაწილი კიევისა და ჩერნიგოვოს ოლქებს ტოვებს და ტერიტორიიდან გადის. უკრაინული მხარის ინფორმაციით, რუსეთის შეიარაღებულ ძალებს აქვთ სერიოზული პრობლემები გაძლიერებისა და როტაციის კუთხით. სროლის ხმა კი დღეს ისევ ისმოდა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში