ომის საწინააღმდეგო აქციები 

14 მარტი 2022, 12:54 681 ნახვა

ბერლინში ათობით ათასი ადამიანი უკრაინის მხარდასაჭერად და რუსული აგრესიის წინააღმდეგ გამოვიდა.  შეკრებილებმა ვლადიმირ პუტინისგან  უკრაინაში ომის შეწყვეტა მოითხოვეს და უკრაინელ ხალხს სოლიდარობა გამოუცხადეს.  ასობით ადამიანი გამოვიდა ტორონტოს ქუჩებშიც.

დემონსტრანტები აშშ-ის საკონსულოსთან შეიკრიბნენ და ვაშინგტონისგან უკრაინისთვის უფრო მეტი მხარდაჭერა და  არასაფრენი ზონის გამოცხადება მოითხოვეს. 

აქციის მონაწილეებს  უკრაინის სახელმწიფო დროშები ეჭირათ და აქცია უკრაინის ჰიმნის ფონზე მიმდინარეობდა.  მანამდე პენტაგონის პრეს-სპიკერმა  ჯონ კირბიმ  განაცხადა, რომ  უკრაინაში არასაფრენი ზონის გამოცხადება ვერ აღკვეთდა  პოლონეთის საზღვართან ახლოს მდებარე სამხედრო ბაზაზე   რუსეთის იერიშს. 

კირბიმ კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ უკრაინის ომში ნატოს ბლოკის რაიმე ფორმით ჩარევა  აშშ-ის რუსეთთან ომში ჩართვის ტოლფასია.

იერუსალიმში რუსული და უკრაინული დროშების ფერებით გაანათეს  ძველი ქალაქის კედელი, დროშებს თან ერთვოდა წარწერა, ჩვენ გელოდებით.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი