რატომ არ დატოვა ქვეყანა და როგორი დამოკიდებულება აქვს მის ამ გადაწყვეტილებასთან ოჯახს - ამის შესახებ ვრცლად უკრაინის პრეზიდენტმა Bild-თან ინტერვიუში ისაუბრა.
მისი თქმით, მისი შვილები ეუბნებიან, რომ ის უკრაინაში უნდა დარჩეს და ამაყობენ რომ უკრაინელები არიან.
როგორც ზელენსკიმ განაცხადა, მას შეეძლო გაქცევა და უსაფრთხოდ ყოფნა, თუმცა ის რჩება კიევში ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე.
უკრაინის პრეზიდენტმა ასევე ისაუბრა არსებულ განწყობაზე.