ევროკავშირი თანახმაა რუსეთისა და ბელარუსისთვის დაწესებული სანქციების მასშტაბის გაფართოებაზე. ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, რომლის მიხედვითაც ევროკომისია მიესალმება წევრი ქვეყნების დღევანდელ შეთანხმებას უკრაინაში არსებული სიტუაციის გათვალისწინებით შემდგომი მიზნობრივი სანქციების დაწესებაზე და სამხედრო აგრესიაში ბელარუსის ჩართულობის საპასუხოდ.
შეთანხმებული ზომებია: შეუზღუდავს SWIFT სისტემაზე წვდომას ბელარუსის რამდენიმე ბანკს. აკრძალავს ბელარუსის ცენტრალურ ბანკთან ტრანზაქციებს, 12 აპრილიდან აკრძალავს ბელარუსის სახელმწიფო საკუთრებაში მყოფი სუბიექტების აქციებთან დაკავშირებით ევროკავშირის სავაჭრო პლატფორმებზე მომსახურებას. აიკრძალება ბელარუსისთვის ევროს ნომინალის ბანკნოტების მიწოდება. შემოღებული ცვლილების შესაბამისად, რუსეთისთვის წესდება ახალი შეზღუდვები საზღვაო ნავიგაციისა და რადიოკავშირის სფეროში არსებული ტექნოლოგიების ექსპორტზე.
შეზღუდვების სიას დაემატა ასევე 160 პირი, ვისი ქმედებები ემუქრება უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას.ჩამოთვლილ პირებს შორისაა: 14 ოლიგარქი. რუსეთის ფედერაციის საბჭოს 146 წევრი, ამჟამად ევროკავშირის შემზღუდავი ზომები 862 ფიზიკურ და 53 იურიდიულ პირზე ვრცელდება.