ლუკა გაგნიძემ და ლუკა წულუკიძემ ეკატერინბურგის „ურალი“ დატოვეს

09 მარტი 2022, 18:51 1406 ნახვა

ლუკა გაგნიძე და ლუკა წულუკიძე რუსეთს ტოვებენ. აგენტმა ირაკლი ლილუაშვილმა ფიფას მიერ ამოქმედებული ახალი წესი გამოიყენა და შესაბამისად ორივე გაგნიძეც და წულუკიძეც "ურალში" აღარ ითამაშებს.

ორივე ფეხბურთელის წარმომადგენელი "ბენე სპორტის" ხელმძღვანელი ირაკლი ლილუაშვილია, რომელიც ახლა ორივე მოთამაშის ევროპაში ტრანსფერზე მუშაობს და სურს, ივნისის შემდეგ არცერთი მათგანი რუსეთში არ დაბრუნდეს.

„შევეცდებით, ორივეს ევროპული გზა გავუხსნათ და მერე არ ვიცით, ფიფა რას გადაწყვეტს. ლუკა წულუკიძე რუსეთში სულ რაღაც დღეების ჩასული იყო, მაგრამ წამოსვლა მოუხდა. ახლა ასე გადაწყდა, ამ ვითარებაში ასე სჯობდა“, – ამბობს ლილუაშვილი.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი