საპროტესტო აქციები რუსეთში

09 მარტი 2022, 10:01 387 ნახვა

„ჭიშკარი უკრაინის სახელმწიფო დროშის ფერებში შევღებე და წავაწერე - არ წავალ ძმების მოსაკლავად. ღობეზე გადავძვერი, ფასადს ბენზინი შევასხი, ჩავამტვრიე ფანჯრები და შიგ მოლოტოვის კოქტეილები შევყარე“- წერს სოციალურ ქსელში  ანტიპუტინური ოპოზიციის აქტივისტი, რომელმაც მოსკოვის ოლქში  ლუხოვიცში რუსეთის უკრაინაში შეჭრის პროტესტის ნიშნად სამხედრო კომისარიატის შენობას ცეცხლი წაუკიდა. 

ასე აქტივისტმა წვევამდელების პირადი მონაცემების არქივის განადგურება სცადა, რომელთა გაგზავნას უკრაინაში აპირებენ.

აქტივისტი ამბობს, რომ არ აპირებს  დანაშაულებრივი ბრძანებების შესრულებას და იმედი აქვს, რომ  კლასელებსა და მეგობრებში გაუმართლებელ სისხლისღვრას აიცილებს თავიდან. 

იგი თანამოქალაქეებს  აქტიური და რადიკალური ქმედებებისკენ მოუწოდებს, რადგან ქუჩის პროტესტმა სასურველი შედეგი არ მოიტანა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი