ომი უკრაინაში - დღე 13

08 მარტი 2022, 18:03 945 ნახვა

კიევში, ჩერნიგოვში, ვინიცასა და ხარკოვში ამ წუთებშიც საჰაერო განგაშის ხმა ისმის. პრეზიდენტ ზელენსკის განცხადებით,  რუსი ოკუპანტები ბომბავენ ქალაქ სუმს, ხოლო მარიუპოლი მტრის ალყაშია მოქცეული. მარიუპოლში  გაუწყლოების შედეგად ბავშვი დაიღუპა.  სუმიში საჰაერო იერიშის შედეგად  19 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, მათ შორის 2 ბავშვია. ხარკოვის ოლქში რუსმა ოკუპანტებმა  შეტევები შეანელეს. აცხადებს ხარკოვის საოლქო ადმინისტრაციის მეთაური ოლეგ სინეგუბოვი. მისი თქმით, ქალაქიდან უკვე 600 ათასი ადამიანია ევაკუირებული. თუმცა რთული სიტუაცია რჩება ხარკოვის ოლქის ქალაქ იზიუმში. ქალაქ სუმში საჰაერო იერისების შედეგად დანგრეულია საცხოვრებელი სახლები, დაიწვა მრავალბინიანი სახლი. დაიღუპა 9 ადამიანი, მათ შორის 2 ბავშვია.  ნიკოლაევში  დამწვარია  საცხოვრებელი სახლები რამდენიმე რაიონში.  დაიღუპა 4 ადამიანი. ნანგრევებიდან 5 ადამიანი გამოიყვანეს.  ხარკოვში  ცეცხლი გაუჩნდა მრავალსართულიანი სახლის  9 სართულს. დაიღუპა 4 ადამიანი. უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ  პრეზიდენტ ზელენსკისადმი ნდობის ხარიხი 80%-მდე გაიზარდა, ომამდე ეს მაჩვენებელი 41% იყო. ომში გამარჯვებაში დარწმუნებულია უკრაინელების 78 %, გამოკითხულთა 43%-ზე მეტი მზადაა შეეგუონ ომთან დაკავშირებულ პრობლემებს, რათა უკრაინაში მშვიდობამ დაისადგუროს.   ომის დაწყებიდან უკრაინაში 406 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, 801 კი დაშავდა. - ასეთია გაეროს მონაცემები. როგორც ადამიანის უფლებათა დაცვის კომისარი ლიზ ტროსელი აღნიშნავს, ეს რიცხვი სავარაუდოდ გაცილებით მაღალი უნდა იყოს, თუმცა ზუსტი მონაცემების მიღებას ვერ ახერხებენ. „ბიბისის“ ცნობით კი, დაღუპულთა შორის ერთი ჟურნალისტია.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში